воскресенье, 13 июня 2010 г.

პროექტის თემა: ჩიყვი

პროექტის მოკლე აღწერა: მოზარდი თაობის გათვითცნობიერება იოდის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების საშიშროებების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: დღეს, როგორც არასდროს მწვავედ დგას ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის პრობლემა. ამ მხრივ, როგორც ბიოლოგი, უპირველესად ვთვლი მოსახლეობის გათვითცნობიერებას იოდდეფიციტის საკითხებში, რათა მათ დროულად შეამჩნიონ დაავადებების ნიშნები და მიმართონ ექიმს. მითუმეტეს, რომ ჩვენს სოფელში ყველა პირობაა იოდდეფიციტის გავრცელებისა: იოდით მდიდარი საკვების ნაკლებობა ,ნიადაგის ეროზია, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა და სხვა.
ჩვენი პროექტის მიზანია:
  • მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია, თუ რაოდენ სავალალო შედეგის მოტანა შეუძლია იოდის ნაკლებობას მოზარდი თაობის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში;
  • მონაწილეობა მიიღონ ჩიყვის საშიშროებისა და სიმპტომების შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებლების ცოდნის დონის ამაღლებაში;
  • შეძლონ ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმირება იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს გამოკვლევა იოდდეფიციტზე;
  • შეძლონ ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმირება იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც ადამიანს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია და გაიაროს მკურნალობის კურსი იოდდეპიციტის გამო.
მონაწილეები: 8-10 მოსწავლე, 9 კლასი

ვადები: 20 ოქტომბერი-20 ნოემბერი

აქტიობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით., დისკუსიის გამართვა,შეხვედრები მოსახლეობასთან,შეხვედრა ენდოკრინოლოგთან.შეხვედრა-ლექცია თანატოლებთან, პრეზენტაციის მოწყობა, ბუკლეტების დამზადება, სკოლის გაზეთის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები (ანუ პროდუქტები, რაც შეიძლება შიქმნას): გაზეთის გაკეთება, ბუკლეტის დამზადება,სლაიდები, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.

სარგებელი სხვისთვის:
  • ადგილობრივი მოსახლეობამ იცის ჩიყვის სიმპტომების შესახებ, შეუძლია ამ სიმპტომების მსგავსი ნიშნების დროულად შემჩნევა.
  • ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის, თუ ვის უნდა მიმართოს თუ ვის უნდა მიმართოს ჩიყვის საშიშროების შემთხვევაში, რათა ჩაიტაროს სათანადო ანალიზი იოდდეფიციტზე
  • ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც ადამიანს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია და გაიაროს მკურნალობის კურსი იოდდეფიციტის გამო.
სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
ბიოლოგია: ადამიანის ანატომია--ფარისებული ჯირკვლის აგებულება, იოდის შემცველი საკვები პროდუქტები.
ქართული: სხვადასხვა საშუალებით--- ინტერნეტი, ბიბლიოთეკა--- კვების რაციონის შექმნა,მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა.
სამოქალაქო განათლება: მოსახლეობასთან ურთიერთობა---ინტერვიუს აღება.
ხელოვნება: ბუკლეტების შქმნა, კედლის გაზეთის გაკეთება.
საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, სლაიდების გაკეთება.

პროექტის ფასილიტატორი (ანუ ხელმძღვანელი): ნანა ვარდმანიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nanavardi@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.ergesskola.blogspot.com


გაკვეთილის გეგმა

Комментариев нет:

Отправить комментарий